საზოგადოება
წერეთელი, ბოიარსკი, ხაზანოვი, ლანოვოი, სპივაკოვი, ტაბაკოვი, ბონდარჩუკი, ბეშმეტი, ცისკარიძე და თეატრის, მუსიკისა და კინოს კიდევ 86 გამოჩენილი რუსი მოღვაწე მხარს უჭერს რუსეთის და რფ-ის პრეზიდენტ პუტინის მოქმედებას უკრაინასთან და ყირიმთან დაკავშირებით

1-deyateli-saz-3საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. “იმ დღეებში” როდესაც წყდება ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი, რუსეთის კულტურის მოღვაწეები გულგრილ დამკვირვებლებად  ვერ დარჩებიან. ჩვენმა საერთო ისტორიამ და საერთო ფესვებმა, ჩვენმა კულტურამ და მისმა სულიერმა სათავეებმა, ჩვენმა ფუნდამენტურმა ფასეულობებმა და ენამ სამუდამოდ გაგვაერთიანა. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხალხების და ჩვენი კულტურების ერთობას მყარი მომავალი ჰქონდეს. სწორედ ამიტომ მტკიცედ ვუცხადებთ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ქმედებებს უკრაინასთან და ყირიმთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც რფ-ის კულტურის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა (ხელმომწერთა სრული სია იხილეთ აქ).

ხელმომწერთა შორის არიან: ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის პრეზიდენტი ირინა ანტონოვა, მსახიობები ალექსეი ბატალოვი, სერგეი ბეზრუკოვი, მიხაილ ბოიარსკი, ვასილი ლანოვოი, მომღერალი ოლეგ გაზმანოვი, პიანისტი დენის მაცუევი, დირიჟორები იური ბეშმეტი და ვლადიმირ  სპივაკოვი, კინორეჟისორები ფიოდორ ბონდარჩუკი და პაველ ლუნგინი, მსახიობი და კინორეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი, ესტრადის თეატრის ხელმძღვანელი გენადი ხაზანოვი, ჩეხოვის სახელობის მოსკოვის მხატვრული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლეგ ტაბაკოვი, მოსკოვის დიდი სახელმწიფო ცირკის დირექტორი ედგარ ზაპაშნი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი და ნიკოლოზ ცისკარიძე - ა. ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.