პუბლიკაციები
საქართველოს კულტურის პალატკამ პუშკინი აკრძალა! ეს ოქიტაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო თუ ლგბტ-ს კოლექტიური გადაწყვეტილება?

1-xuligan-pol-2-an-1როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, რუსეთის კულტურის და ხელოვნების მსოფლიოში ცნობილმა გამოჩენილმა  მოღვაწეებმა (დღეისათვის ხელმოწერების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა და ეს პროცესი გრძელდება) ხელი მოაწერეს ღია წერილს უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვ. პუტინის პოზიციის მხარდასაჭერად, რომელიც რფ-ის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსდა. ხელმომწერთა შორის იყო რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი, რისთვისაც საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა გააუქმა მაისში თბილისში დაგეგმილი სერგეი ბეზრუკოვის თეატრის გასტროლი სპექტაკლით “პუშკინი”.

სერგეი ბეზრუკოვი უკვე გამოვიდა თბილისში 2013 წლის დეკემბერში სპექტაკლით ხულიგანი. აღსარება”, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. მაშინ ბეზრუკოვი დაგვპირდა, რომ საქართველოში სპექტაკლი “პუშკინით” დაბრუნდებოდა.

“საქართველოში არასოდეს ჩამოვიყვან არცერთ მსახიობს, რომელიც ნებისმიერი ფორმით ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის მიმართ! ეს ხომ იგივეა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას დაუჭირო მხარი!”, - განაცხადა გუშინ ოქიტაშვილმა, რომელსაც პუშკინი და პუტინი ერთმანეთში აერია და რომელიც, თავისი საყოველთაოდ ცნობილი თანდაყოლილი “პლასტიკურობის” გამო, ქართული შოუბიზნესის ყველა ხელისუფლებისათვის მოსახერხებელ მოთავედ დარჩა.

უცნობია მხოლოდ ერთი რამ - ეს უეცრად “დავაჟკაცებული” ოქიტაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო თუ ლგბტ-ს კოლექტიური გადაწყვეტილება?

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 13 მარტი
საქართველო, თბილისი