პოლიტიკა
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. მაშ ასე, გუშინდელი დღიდან ისრაელის სახელმწიფომ დაჩქარებული წესით აამოქმედა უვიზო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინა ხელისუფლება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ პრეზიდენტ მარგველაშვილის მეთაურობით მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ნეოფაშისტებს...
გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. გიდეონ საარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ გადაწყვეტილება საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაჩქარებული წესით ამოქმედების შესახებ 2014 წლის 13 მარტიდან ძალაშია.