საზოგადოება
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრამდე თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს შეხვდა

OBS-1-MTსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. პრემიერი თსუ-ს აკადემიურ საბჭოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი მეორე კომპაქტის შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ეს არის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ყველა დონეს მოიცავს და სხვადასხვა კუთხით შეეხება უნივერსიტეტებს. ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს თხოვნით მიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ განათლების პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობაში, რომელიც მომავალი 10 წლის სტრატეგიას განსაზღვრავს. დოკუმენტზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს და პროექტის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გეგმავს.

OBS-1-1
OBS-1-2