საზოგადოება
“დემოკრატიული მოძრაობა” პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება

demokratსაქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. “დემოკრატიული მოძრაობა“ ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები გაჭედილია არაკომპეტენტური ხალხით და იგი სანთლით ეძებს კვალიფიციურ კადრებს.

„დემოკრატიულ მოძრაობას“ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება და აღუნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებში დღემდე მუშაობენ არაკვალიფიციური კადრები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებებს ასრულებდნენ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კვლავ აგრძელებენ საბოტაჟს ახალი მთავრობის წინააღმდეგ.

ჩვენ  მივესალმებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სახელმწიფო უწყებების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების თაობაზე. საქართველოში მართლაც ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრია, მათ შორის „დემოკრატიული მოძრაობაშიც“ და ჩვენ  გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევთავაზოთ  პრემიერ-მინისტრს  პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების სამსახურში”.