უცხოეთი
საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აქსიონოვმა უკრაინის პრემიერ არსენი იაცენიუკის გამონათქვამების საპასუხოდ გამორიცხა პოლიტიკური სტადიიდან სიტუაციის სამხედრო სტადიაზე გადასვლის ნებისმიერი შესაძლებლობა.
„ასეთ ვარიანტს სრულებით გამოვრიცხავ. ყირიმის მისასვლელები დღეს ყველა მხრიდან დაბლოკილია თავდაცვის რაზმების მიერ, ამიტომ ვერც ერთი უკრაინელი სამხედრო ყირიმის მიწაზე ფეხს ვერ დაადგამს. ეს შეუძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც“, - განაცხადა აქსიონოვმა, რომლის თქმითაც, კიევის ხელისუფლების ნებისმიერი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მცდელობაა. „გადაწყვეტილება მიღებულია, ვერავინ გაგვტეხს და დაგვაშინებს. ყველა ლაპარაკი კიევში მობილიზაციის შესახებ ბლეფია. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მოსახლეობასა და თავად კიევს ყირიმელებთან ბრძოლა არ სურთ“, - განაცხადა ყირიმის პრემიერმა.