საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საზეიმო ვითარებაში უკრაინის სამხედრო ძალების 72 საბრძოლო ქვედანაყოფმა, რომლებიც ყირიმშია დისლოცირებული, რუსეთის დროშები აღმართეს. ამის შესახებ :კრიმინფო“ იუწყება რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
ამგვარად, სამხედრო მოსამსახურეებმა გადაწყვიტეს, ნებაყოფლობით გადასულიყვნენ რფ-ის მხარეზე. სააგენტო აზუსტებს, რომ საბრძოლო ქვედანაყოფებში იგულისმება არა მარტო ქვეითი ჯარების გარნიზონები, არამედ 6 საბრძოლო გემი და ასევე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დამხმარე ფლოტის 25 ხომალდი.მანამდე ყირიმის პრემიერ-მინისტრმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ რეგიონში დისლოცირებული უკრაინული არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების სამი მეოთხედი მზადაა, რუსეთის ერთგულების ფიცი დადოს. ასევე, მან აღნიშნა, რომ ნახევარკუნძულზე მყოფი საბრძოლო ქვედანაყოფების დიდი უმრავლესობა თავდაცვის ძალების მიერ კონტროლდება.
რფ-ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუს შეფასებით, ყირიმში უკრაინელი სამხედროების 80 %-ზე მეტმა რუსეთის სამხედრო ძალებში გაერთიანების სურვილი გამოთქვა. არმიის გენერალმა დააზუსტა, რომ რფ-ის სამსახურში ჩადგომას 3.5 ათასი კაცი აპირებს.