პოლიტიკა
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანის შტატიდან მაიკ როჯერსი საქართველოს ეწვია. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კონგრესმენმა ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ში წარმატებული ვიზიტი მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და კონგრესმენის თანმხლები პირები დაესწრნენ.