უცხოეთი
სომხეთმა ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი აღიარა

1-sarqisian-zar-3საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუს კოლეგასთან ყირიმში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ორივე პრეზიდენტმა დააფიქსირა, რომ „ეს არის მორიგი მაგალითი ხალხის თავისუფლაი თვითგამორკვევისა". ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამას გარდა, სომხური მხარის ინიციატივით შემდგარი დიალოგის დროს, პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ნაბიჯებზე რომლებიც იდგმება სომხური მხარის მიერ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.