პოლიტიკა
საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
"სასიამოვნოა ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადება ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის მზადყოფნას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.