უცხოეთი
წყარო: ბელის წინააღმდეგ სპეცოპერაციის მიზანი მისი ნეიტრალიზაცია იყო

1-belii-ucx-3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ რადიკალ-ნაციონალისტ ალექსანდრ მუზიჩკოს (საშა ბელი) ლიკვიდაციის სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინის შსს-ს მფარველობით მიმდინარეობდა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ვალენტინ ნალივაიჩენკოს ბრძანებითა და უშუალო ხელმძღვანელობით.

უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის ვლადიმერ ევდოკიმოვის განცხადებით, საერთაშორისო ძებნაში მყოფი მუზიჩკო, რომლის მიმართაც რუსეთში ბანდიტობისა და ორგანიზებული დანასაულებრივი ჯგუფის შექმნის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ორშაბათ ღამეს როვენის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი სამართალდამცველების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას მოკლეს. ოპერაციის მსვლელობისას დაკავებული იქნა მასთან მყოფი სამი პირი, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს.

„ოპერაციის მიზანი მუზიჩკოს დაკავება კი არა, მისი სცენიდან გაქრობა, ნეიტრალიზება იყო“, - განუცხადა “რია-ნოვოსტის” წყარომ.