საზოგადოება
„ვიზრუნოთ ერთად ერის სიჯანსაღეზე!“ - საქინფორმი ზუგდიდიდან იუწყება

1-vizrunot-saz-1საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველო -დევნილთა მხარდაჭერისთვის (პრეზიდენტი დალილა ხორავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მშვიდობის ელჩთა საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ჯანდაცვის ექსმინისტრი) ინიციატივითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 2014 წლის 28, 29 და 30 მარტს ქ. ზუგდიდში ტარდება სოციალურ-ჰუმანიტარული ღონისძიება სახელწოდებით: ვიზრუნოთ ერთად ერის სიჯანსაღეზე!.

ღონისძიების მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვ, რომელსაც სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებენ თბილისის წამყვან კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაგან შვიდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. ღონისძიების ფარგლებში ტარგეტულ ჯგუფებს დანიშნულებისამებრ მიეწოდებათ მედიკამენტები და გაეწევათ ჰუმანიტარული დახმარება. იგეგმება 1000-მდე ბენეფიციარის შემოწმება.

ღონისძიების მხარდამჭერი:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა

სპონსორები:

საქველმოქმედო ფონდი ავერსი, შპს ეი-ბი-სი ფარმაცია, შპს იბერია-რეფრეშმენტსი; საერთაშორისო ორგანიზაცია `ACTS GEORGIA~, შპს აგა ტრეიდინგი, შპსმნათობი, შპს ბრასერი,შპს სოლედო,შპს დავლათი:,შპს რუნი.

პრესსამსახურის უფროსი ქეთევან ჯაყელი (ტ. 5 58-47-48-71);

ღონისძიების მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, ენგურქაღალდკომბინატის საავადმყოფო, ახალაიას ქ. №N3/5.