უცხოეთი
რუსები მოდიან: პუტინი მთელ მსოფლიოში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობას იწყებს

1-idut-zar-1საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. სანამ აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ აქციებზე ფიქრობენ, მოსკოვმა გადაწყვიტა, თავისი სამხედრო ბაზები გააფართოვოს.

500 წლის წინ დასავლეთ ევროპამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ აღმოსავლეთში ძლიერი რუსული სახელმწიფო შეიქმნა. დაახლოებით ამდაგვარი რამ ხდება ახლაც. რუსეთს არათუ არ შეეშინდა ყირიმის მიერთების შემდეგ გამოხმაურებებისა და სანქციების, არამედ მზადაა, თავისი სამხედრო ბაზები არგენტინაში, კუბაზე, სეიშელის კუნძულებსა და ვიეტნამშიც განათავსოს.

პორტალი „სამხედრო მიმოხილვა“ იუწყება, რომ არგენტინა დათანხმდა თავის ტერიტორიაზე რუსული ბაზების განთავსებას. ექსპერტების პროგნოზით, ახლო მომავალში ლათინოამერიკული ქვეყნები მსოფლიო პროცესებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. უკვე დღეს არგენტინა და მისი ახლო მოკავშირე ვენესუელა მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებიან ირანთან. ირანი, როგორც ცნობილია, განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აშშ-ს, რადგან ეს ის კარტია, რომელიც დიდ პოლიტიკაში გათამაშდება.

აშშ-ის შეშფოთება იმანაც უნდა გამოიწვიოს, რომ მსოფლიოს ამ უძლიერეს სახელმწიფოს სამხრეთის საზღვრებთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სერიოზული ძალები არ აქვს. ამასთან, უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა მისი გავლენის სერიოზულ შესუსტებას ნიშნავს.

ამასთან, რუსეთი გეგმავს ბაზების განთავსებას ნიკარაგუასა და ვენესუელაშიც. ამ ქვეყნებთან ხომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს.