უცხოეთი
“საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანტისომხური ისტერია!“ - რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება

1-trebuem-zar-3საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ძალას იკრებს შეუნიღბავი ანტისომხური ისტერია, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე შიდა კრიზისზე მეტყველებს. ქართულ მასმედიაში, ნაციონალ-შოვინისტი და ფსევდოოპოზიციონერი დეპუტატების, ასევე გარკვეული არაადეკვატური სომეხი კოლაბორაციონისტების მხრიდან ისმის განცხადებები, რომლებიც არა მარტო შეურაცხყოფს სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეთა ღირსებასა და პატივს, არამედ ლახავს ადამიანის, ეროვნული უმცირესობების ელემენტარულ უფლებებსა და დემოკრატიის ნორმებს. ქვეყანაში ღიად ვრცელდება სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლის შეურაცხმყოფელი მასალები. საქართველოს ხელისუფლება აშკარად აქეზებს თავის „ჯიბის“ მედიას, მოახდინოს პროვოკაციული, შეთხზული და არმენოფობიური მასალების ტირაჟირება.

მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანტისომხური ისტერია!

მოვითხოვთ შეწყდეს ნაციონალისტური და ექსტრემისტული მოწოდებების გამოყენება. აღიკვეთოს ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ნიშნით სიძულვილის გაღვივების მცდელობა!

მოვითხოვთ შესრულდეს საქართველოს კონსტიტუციის ნორმები, რომლებიც მიუღებლად აცხადებს ქვეყნის ყველა მოქალაქის მიმართ დისკრიმინაციას.

მოვუწოდებთ ქართველ საზოგადოებას, ებრძოლოს ქსენოფობიას, ნაციონალიზმს, რელიგიურ ექსტრემიზმს, ეთნიკური  და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოვითხოვთ, გამოვლინდნენ და დაისაჯონ წინასწარგანზრახული დეზინფორმაციის ორგანიზატორები და გამავრცელებლები, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას!

ძალიან გვაშფოთებს ქართველი საზოგადოების დაქსაქსვა ნაციონალურ ჯგუფებად და მათ შორის წარმოქმნილი სიძულვილი. მუდმივი დაყოფა „ჩვენებად“ და „უცხოებად“ და სამცხე-ჯავახეთის სომხების შემდგომი დემონიზაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობას და უფლებებსა და თავისუფლებებს!

რუსეთის ჯავახკის დიასპორა
რფ, 27 მარტი, 2014 წელი.