საზოგადოება
IRI: საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება - 71%, აგრესია დასრულდა - 16%

IRIსაქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩატარდა,  რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება.

კითხვაზე, რუსეთის აგრესია საქართველოში დასრულდა თუ კვლავ გრძელდება? -  გამოკითხულთა 71%-მა უპასუხა, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება. წინა კვლევის თანახმად, აღნიშნულ კითხვას ანალოგიური პასუხი რესპონდენტთა 49%-მა გასცა.

გამოკითხულთა 16%-ის აზრით, აგრესია დასრულდა, მაგრამ შესაძლოა განახლდეს, 7% ფიქრობს, რომ დასრულდა და აღარ განახლდება. რესპონდენტთა 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ს გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.