საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. გასულ კვირას აშშ-ის კონგრესმა დიდი უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი უკრაინისათვის დახმარების სახით მილიარდი დოლარის გამოყოფისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტს, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ხელს მოაწერს პრეზიდენტი.
„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელი მოქალაქეები ბოლოჯერ აგზავნიან თავის ფულს უკრიანში, თავს ნუ მოიტყუებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს რონ პოლი, ამერიკელი კონგრესმენი ტეხასის შტატიდან, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სენატორ რენდი პოლის მამა, რომელსაც ბევრი სოციოლოგი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას უწინასწარმეტყველებს.
„ხსენებული მილიარდი დოლარი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს წაართვეს, მაგრამ ასეთი დახმარება თავად უკრაინისთვისაც ბოროტებაა. ვერცერთი გაჭირვებული უკრაინელი ამ ფულიდან ცენტსაც ვერ მიიღებს, რადგან ეს სახსრები საერთაშორისო ბანკების დასახმარებლად იქნება მიმართული, რომლებსაც უკრაინის მთავრობის მიმართ საკრედიტო ვალდებულებები აქვთ.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინის დასახმარებლად შემუშავებული პირობების შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური უკრაინელის ცხოვრება მხოლოდ გაუარესდება. მთავრობა გაყინავს ხელფასების გაზრდას, არსებითად გაზრდის გადასახადებსა და ენერგომატარებლების საფასურს. ფულს კი ბანკირები მიიღებენ და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.
აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების სახსრების დიდი მოცულობით გამოყოფას მთავრობის მიერ „დემოკრატიის განმამტკიცებელი“ არასამთავრობოების დასაფინანსებლად, ასევე, აშშ-ის მთავრობის პროპაგანდის გასაფართოებლად უკრაინაში რადიო „სვობოდასა“ და „გოლოს ამერიკის“ მეშვეობით.
აშშ აგერ უკვე 10 წელია უკრაინაში დემოკრატიას განამტკიცებს, თუმცა თვალსაჩინოა, რომ ამ განმტკიცებას ჯერ დადებითი შედეგი არ მოუტანია. ახლახან გააფთრებული საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაამხეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა (უკრაინაში - საქინფორმი). ეს კი დემოკრატიის ანტაგონიზმია, რადგან დემოკრატიის პირობებში მთავრობები სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მეშვეობით იცვლება. შოკს იწვევს ისიც, რომ აშშ-ის მთავრობა და მისი არსამთავრობოები საპროტესტო აქციების მონაწილეთა გვერდით დადგნენ! ჩვენ რომ დემოკრატიაზე ნამდვილად ვზრუნავდეთ, არავის მხარეს არ დავიჭერდით, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის.
ვაშინგტონს არ სურს საკუთარი ქმედებების განხილვა, რომლებმაც ხელი შუწყვეს სახელმწიფო გადატრიალებას. ამის ნაცვლად იგი ყურადღებას ამახვილებს რუსების მეზობლების სახლში ამერიკელების მიერ ინსპირირებულ არეულობებზე რუსეთის რეაქციაზე მიმართულ იერიშებზე.
კონგრესის მიერ მიღებული აღნიშნული კანონპროექტი აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპექტრს მის მიერ ყირიმში გამართული რეფერენდუმის მხარდაჭერისთვის, სადაც მოსახლეობის უმრვალესობამ ხმა მისცა რფ-ში გაერთიანებას.
აშშ, რომლის ხელიც ურევია სერბეთსა და სხვა ქვეყნებში საზღვრების ძალისმიერ გადახედვაში, უეცრად აცხადებს, რომ უკრაინის საერთაშორისო საზღვრები გადახედვას არ ექვემდებარება!” - აღნიშნავს ამერიკელი კონგრესმენი.