პოლიტიკა
''წარმომადგენლობით სახალხო კრებას'' ''ლოკომოტივის'' სტადიონს აღარ დაუთმობენ

aqcia-parl''წარმომადგენლობითი სახალხო კრება'' 25 ნოემბერს პარლამენტის წინ გაიმართება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსთან ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' საინიაციტივო ჯგუფის წევრმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.   როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან კრების ჩატარებას წინ ვერაფერი დაუდგება.

"ხელისუფლება დაინახავს, რომ 25 ნოემბრიდან დავიწყებთ ყველანაირი ხერხით ბრძოლას ტოტალური რეჟიმის წინააღმდეგ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა. მისი განცხადებით, იძულებულები არიან, 25 ნოემბერს კრება პარლამენტის წინ ჩაატარონ, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტროდან "ლოკომოტივის" სტადიონის დათმობაზეც უარი მიიღეს, მანამდე კი, სპორტის სასახლის დათმობაზე უთხრეს უარი. ჯგუფის   წევრის - ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, ხელისუფლება თუ მშვიდად არ წავა, "ცოცხებით გახვეტავენ". ირაკლი ბათიაშვილმა კი აღნიშნა, რომ "ეს იქნება დიდი პროცესის დასაწყისი". როგორც სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა განმარტა, "ლოკომოტივის" სტადიონზე მიმდინარეობს საფარის დაგება, რის გამოც სტადიონზე რაიმე ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია. კრების საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიაში გაფრთხილების შესახებ განაცხადს 5 დღით ადრე შეიტანს.