აქტუალური
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო თბილისში, ევროპის მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს, სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა ევროსტრუქტურებში გაწევრებისაკენ ისწრაფვის.
აქცია-კონცერტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გაიმართა და რომელშიც 115 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, სიტყვით გამოვიდა ლაშა ტუღუში.
სწორედ ამ დროს მტკვრის მეორე მხარეს, „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდებოდა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
![]() |
![]() |