აქტუალური
საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიგი უგულავას დაკითხვა 7 საათს გაგრძელდა. ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა „სითი პარკსა“ და მერიას შორის წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.
უგულავას დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საგამოძებო უწყებასთან ერთმანეთს ყოფილი მერის მომხრეები - მერიის თანამშრომლები, გამგებლები, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატთა ნაწილი, „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები და მოწინააღმდეგეები, კონკრეტულად კი "ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციის კორდონი ჩადგა.
„ეს არის პოლიტიკური დევნა“, - ერთსულოვნად აფასებენ აღნიშნულ ფაქტს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.