სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

1-heroinn-sam-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ბორის . ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 15 შეკვრად დაფასოებული 1,84 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,644 გრ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).