საზოგადოება
საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 15 აპრილს, პარტიები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირდნენ.
პარტიები მომავალში შექმნიან ერთიან საარჩევნო ბლოკს - „არასაპარლამენტო ოპოზიციას“, რომლის საარჩევნო ნომერი იქნება N1, ხოლო ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატად უკვე დასახელდა კახა კუკავა.