ცნობისათვის: ერთობლივი საზოგადოებების მეორე საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის და მადრიდის კლუბის მიერ არის ორგანიზებული, ბაქოში 27-30 აპრილს გაიმართება. მასში მოელიან სახელმწიფოთა და მთავრობების 45 ყოფილი მეთაურის მონაწილეობას. მთლიანად ფორუმში კი მონაწილეობას მიიღებს 150-ზე მეტი საზოგადო, პოლიტიკური მოღვაწე, მეცნიერი და ექსპერტი მსოფლიოს 54 ქვეყნიდან.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში სააკაშვილი, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში, პირველ სამხრეთკავკასიურ ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც ასევე ბაქოში გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში ივარაუდება სააკაშვილის გამოსვლა სესიაზე “მართვის მაღალი დონის და ინსტიტუციური ფარგლების აუცილებლობა მდგრადი განვითარების პროცესის უზრუნველყოფისათვის”.
საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში და უკრაინაში კარგად იციან - “მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში” რა დიდი გამოცდილების გაზიარება შეუძლია საერთაშორისო პროვოკატორ სააკაშვილს, რომელმაც ორი სუვერენული სახელმწიფო - საქართველო და უკრაინა დაშალა, რომლებმაც სააკაშვილის წყალობით თავისი ტერიტორიები დაკარგეს და კიდევ დაკარგავენ.
საქინფორმი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი აზერბაიჯანში აშშ-ის სპეცსამსახურების დავალებით მიფრინავს, რომლებსაც ეშინიათ, რომ უკრაინის შემდეგ კავკასიაშიც დაკარგავენ გავლენას და კასპიის ზღვაზე გასასვლელს.
საქინფორმს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ წამოეგება სააკაშვილის პროვოკაციას და არ დააკანონებს თავისი ტერიტორიების დაკარგვას, როგორც ეს საქართველოს და უკრაინას დაემართათ. ყველაზე უკეთესი იქნებოდა, სააკაშვილი ბაქოში დაეკავებინათ და საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის გადაეცათ, რომელიც მის დაკითხვას ათ საქმეზე ლამობს.
საქინფორმს ეჭვი არ ეპარება, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურების სიფხიზლის წყალობით სააკაშვილს ბაქოში, კიევისგან განსხვავებით, სახელმწიფო გადატრიალება არ გამოუვა, ყველაზე მეტი - ყარაბაღში მორიგი ესკალაციის პროვოცირება მოახდინოს.
მაგრამ შედეგად ისევ რუსეთი მოიგებს, რომელიც აზერბაიჯანთან და ირანთან, თეთრი სახლის სავალალოდ, კასპიის საკითხზე კონსენსუსს მიაღწევს და ყარაბაღის პრობლემა გადაიჭრება, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის კვალდაკვალ, ევრაზიულ კავშირში შევა.