საზოგადოება
საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ჟურნალისტ სოფო ყარალაშვილის მიერ ჯეკპოტის მოგებასთან დაკავშირებით „facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, სოფო ყარალაშვილმა ლატარეაში ჯეკ-პოტი მოიგო, თუმცა თაღლითობაში დაადანაშაულეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ლატარიის კომპანიის" თანამშრომელმა დავით ი.-მ ლოტოს ყალბი მომგებიანი ბილეთი დაამზადა, რომელიც სოფიო ყ.-მ 561 176 ლარის ოდენობით ჯეკ-პოტის თაღლითურად დაუფლების მიზნით გამოიყენა. ყარალაშვილი აცხადებს, რომ არ იცნობს ამ ადამიანს, დანებებას არ აპირებს და მოგებულ თანხას ითხოვს.