საზოგადოება
უგულავა - ხეების, ,,მწვანეები’’ კი უგულავას წინააღმდეგ

wadrebi-sanapiroze"მწვანეების" ინფორმაციით, დედაქალაქის მერის დავალებით, სანაპიროზე, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრის 45 ძირი საღი ხე მოიჭრა, რასაც მერია სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებას უკავშირებს. "მწვანეთა პარტიის" წარმომადგენლები ოპერატიულად მივიდნენ ადგილზე და სიტუაცია შეისწავლეს. მათ რამდენიმე ასეულ მეტრზე განადგურებული ქარსაცავი ზოლი დახვდათ. მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობაზე მუშაობს, ასობით ძირი ხე მოიჭრა და დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ’’ამ ვანდალიზმს კატეგორიულად ვაპროტესტებთ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოვითხოვთ", - აცხადებენ "მწვანეები".