აქტუალური
ნორლანდი: „მე პატივისცემით ვეპყრობი დეპუტატების უფლებას, რომ ასახონ ქართველი ხალხის ნება ამ კანონში“

1richard-norlandსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით ამ კანონპროექტის განხილვას. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოაქალაქეები დისკრიმინაციის წინააღმდეგები არიან.

განხილვის თემაა ის კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც კანონში იქნება. მე, როგორც ამერიკელი დიპლომატი, პატივისცემით ვეპყრობი დეპუტატების უფლებას, რომ ასახონ ქართველი ხალხის ნება ამ კანონში”, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

როგორც პარლამენტში გუშინ განმარტეს, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ცვლილებები, რომლებიც, როგორც შეთანხმდნენ, მეორე მოსმენის შედეგად უნდა შესულიყო, ჯერჯერობით პროექტში ასახული არაა, მზადდება დოკუმენტი და სწორედ ამიტომ კანონპროექტი მეორე მოსმენისათვის ვერც შუადღის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

ალტერნატიული წინადადების სახით კანონში ცვლილებებს საპარლამენტო უმცირესობა წარადგენს.

ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დისკრიმინაციის ჩამდენი პირი დააჯარიმოს, ოღონდ ომბუდსმენმა ეს სასამართლოს მეშვეობით უნდა განახორციელოს.