აქტუალური
ჯეიმს აპატურაი: „უმცირესობების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის“

1jamesსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის უმცირესობების დაცვა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩვენ ნატოს წევრ ქვეყნებშიც კი არ ვერევით ასეთი ტიპის საკითხებში, მაგრამ აბსოლუტურად რელევანტურია, რომ უმცირესობების დაცვა არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის. უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა ხდებოდეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ უმცირესობებს განეკუთვნება. ნატოს სურს დაინახოს ეს ნაბიჯები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მიისწრაფვიან ნატოში გაწევრინებისკენ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში, ეკა ბესელიას სამუშაო ოთახში, სასულიერო პირებთან ერთად განიხილავენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრაში ვიცე სპიკერი მანანა კობახიძეც მონაწილეობს.