საზოგადოება
საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. დღეს, 5 მაისს, თბილისის საკრებულოში ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეთა პრობლემების მოსმენა გაიმართა.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ 2005 წელს მიღებული კანონი გამიზნული იყო კანონის სუბიექტის – მოსარგებლის პრობლემის მეტ–ნაკლებად სამართლიანად გადასაჭრელად, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კანონით ვერ მოხერხდა პრობლემის გადაწყვეტა და მოსარგებლე უბინაოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგას.