საზოგადოება
გამარჯვება ხელისუფლების წინაღმდეგ

gamarjveba2როგორც საქინფორმის კახეთის რეგიონალურმა კორესპონდენტმა გვაცნობა, დედოფლისწყაროს რაონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზეზი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებაა.
სოფელ გამარჯვების გაზიფიცირების სამუშაოები წინასაარჩევნო კამპანიის (პრეზიდენტის არჩევნები) დროს დაიწყეს, თუმცა ქსელში მხოლოდ 15 ოჯახი ჩართეს. დაპირებისამებრ, სამუშაოები მალევე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. უფრო მეტიც, გაზის მიწოდება იმ 15 ოჯახსაც შეუწყვიტეს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაარღვიეს. თუ პრობლემა უახლოეს პერიოდში არ მოგვარდება, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით თითქმის ყველა სოფელია უზრუნველყოფილი. გამონაკლისს მხოლოდ გამარჯვება წარმოადგენს. არადა, მთავარი მაგისტრალური გაზსადენი სწორედ ამ სოფელზე გადის.
რაიონის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ , რომ სათანადო ნახაზები უკვე შედგენილია და სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
სოფელ გამარჯვების მოსახლეობა ამ „უახლოეს პერიოდს“, უკვე მესამე წელია, ელოდება.