საზოგადოება
მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საქალაქო კონკურსი სკოლა ,,ოლიმპში" გაიმართება. კონკურსი, სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ კვირას "ოლიმპისა" და მწერლის სახლ-მუზეუმის ინიციატივითა და ორგანიზატორობით გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება დედაქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოწავლეებს შეუძლიათ.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, დევიზით: "მწერალი არის ის, ვინც თავის ერს ანთებული სანთელივით ჩაუდგება სულში". კონკურსის პირველი ეტაპია ანალიტიკური წერა. წერისთვის დავალებები შეირჩევა მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტებიდან, ასევე, მისივე უბის წიგნაკის ჩანაწერებიდან.