საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

Herman-sazogad-1საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. შეხვედრაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტამდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჰერმან ვან რომპუის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით,  კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებაა