საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე ისაუბრეს

na-vstreCe-sazogad-2საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. მხარეებმა  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის გაააქტიუროს რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა,რომ  ივნისში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი  ჟოზე მანუელ ბაროზუ ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.