საზოგადოება
საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ისტორიული მყინვარული ღვარცოფის გააქტიურების შედეგად ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, ჩახერგა გზა და სატრანსპორტო კავშირს მოწყვიტა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთი.
მყინვარის ფენების მოძრაობის შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 2002 და 2007 წლებშიც.
რაც შეეხება დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობასა და აღნიშნულ კატასტროფასთან მის კავშირს, სპეციალისტთა შეფასებით, ეს ორი ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებული ზონებია. ჰესის მშენებლობის ადგილი 20 კმ-ით არის დაშორებული სტიქიის ზონას და აღნიშნულ მშენებლობას კავშირი არა აქვს კატასტროფასთან.