აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: “ქვეყნის იმიჯი განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავის გმირებზე. მე მინდა ვუთხრა ჩვენს სამხედროებს, რომ ჰქონდეთ ჩვენი იმედი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მათი იმედი"

Imij-12-mtavსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. დღეს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ 10  სამხედრო მოსამსახურეს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, გორში დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ათივე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა თბილისში უკვე აქვს მიღებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, ადგილზე მოინახულა სამხედრო დასახლებაში დასრულებული  სამი საცხოვრებელი კორპუსი და კაპრალ რევაზ გორგაძისა და სერჟანტ ვეფხია გელაშვილის ოჯახებისთვის გადაცემული ადაპტირებული ბინები. პრემიერის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება და მათთვის სათანადო სამუშაო თუ  საცხოვრებელი პირობების შექმნა. მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დაჭრილი სამხედროები ისევ ბრუნდებიან შეიარაღებულ ძალებში და მიღებულ გამოცდილებას კვლავ სამშობლოს სამსახურს ახმარენ.

Imij-12-1 Imij-12-2