სამართალი
თენგიზ კიტოვანი: „ეს მხოლოდ დასაწყისია, პარლამენტი დაიშლება!“

kitovaniსაქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. “სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაციის“ დამფუძნებელ თენგიზ კიტოვანის განცხადებით, რომელიც მან 17 მაისს რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გააკეთა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ანტიდისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიეღო.

„საქართველოს პარლამენტის ბრალია, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამას ბევრი რამ მოჰყვება. პარლამენტი დაიშლება. ეს კანონი არ უნდა მიეღოთ, ეს ჩვენი ერისთვის დამღუპველია”, – განაცხადა კიტოვანმა.