საზოგადოება
"ბაში-აჩუკი" პედოფილი იყო?!

baSi-aCuki-sazogad-1საქართველო, 20 მაისი. საქინფორმი. ცნობილი მსახიობის, ფილმ „ბაში-აჩუკში“ მთავარი როლის შემსრულებელ ოთარ კობერიძის სისხლის სამართლის საქმის პროკურორი 37-წლიან დუმილს არღვევს და სკანდალურ დეტალებზე საუბრობს. ყოფილი პროკურორის აკაკი ჭანიას სკანდალურ ინტერვიუს გაზეთი „ასავალ – დასავალი“ აქვეყნებს. როგორც აკაკი ჭანია აცხადებს, მან ოთარ კობერიძე არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილ ქმედებებზე აღძრულ საქმეზე პირადად დაჰკითხა და ბრალიც მან წაუყენა. მისი თქმით, საქმეს ოთარ კობერიძის წინააღმდეგ კალინინის რაიონის პროკურატურა იძიებდა.
პირადად დავკითხე ოთარ კობერიძე. საქმის მასალებს რომ გავეცანი, გეგმა შევადგინე. გამოვიტანე დადგენილება და მცირეწლოვანთა მიმართ გარყვნილი მოქმედებების მუხლით აღვძარი საქმე. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გეტყვით იმ გოგონების გვარებს, თუ მაგ ჩამწერს გამორთავთ, რომლებიც ცნობილი ოჯახების შვილები იყვნენ. ორი გოგონა იყო, ორივე ცნობილი მომღერლის ქალიშვილი, ერთი გოგონა პროკურორის მოადგილის ქალიშვილი იყო. ჯერ დაზარალებული ბავშვები დავკითხე, მერე კობერიძე და ანთიძე, ლია ელიავაც დავკითხე“,
- ამბობს პროკურორი.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ საქმის მასალებით 27 არასრულწლოვანი გოგონა დაზარალებულად იყო მიჩნეული. ყველა მათგანს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარეს, მათ შორის 25 გოგონა ქალიშვილი აღმოჩნდა, ხოლო 2 გოგონას საქალწულე აპკი გახეული ჰქონდა და არ იყვნენ ქალიშვილები. ჭანიას თქმით, მაშინ ოთარ კობერიძემ დანაშაული აღიარა. „აღიარა და მეტიც არ ქნა? რომ არ ეღიარებინა, მაშინ ჩვენ დავიჭერდით. თავიდან ბოლომდე აღიარა ყველაფერი!“ – აცხადებს აკაკი ჭანია.
ამავე ინტერვიუში პროკურორი აკაკი ჭანია ოთარ კობერიძის ერთ-ერთ დაკითხვას იხსენებს, სადაც ბრალდებულმა დეტალურად უამბო მას, თუ როგორ ამყარებდა სექსუალურ კავშირს ბუზებთან აბაზანაში. თუმცა, პროკურორმა დაკითხვის ოქმი საქმის მასალებს არ დაურთო…