სამართალი
საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

fakti-sam-3საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული გიორგი კ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი კ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში იმ დროს დააკავეს, როცა ის მოლარეს აყაჩაღებდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოლარეს თავს დაესხა და დანის მუქარით ფული მოსთხოვა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).