სამართალი
ავთანდილ ჟღენტი: "მოროშკინამ ყოველთვიურად 10 ათასი ლარი პრემია და ახალი ავტომობილი მოითხოვა"

1avtandil-samar-1საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა გუშინ თანამდებობიდან გათავისუფლდა.

განვმარტავთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 ათასი ლარი პრემია და ახალი ავტომობილი მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლალი მოროშკინა დეპარტამენტში 2013 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება მონიტორინგის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად. ლალი მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც საუბრობს, თითქოს აღნიშნულ სამსახურში არ აუღია პრემია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიის სახით 30 000 ლარი აქვს აღებული. ლალი მოროშკინას შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ლალი მოროშკინა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა", - განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ავთანდილ ჟღენტმა.