სამართალი
პრეზიდენტი ლუკაშენკო: “ჩვენთვის დასავლეთში ისე არავის უომია, როგორც სააკაშვილი ომობდა”

1LukaSenko-samart-2-axსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. გუშინ ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ტელეარხ “დოჟდთან” ინტერვიუში განაცხადა:

“ის ამერიკასთან ძმაკაცობდა, ვიცე-პრეზიდენტს, პრეზიდენტს ეუბნებოდა - არასწორად იქცევით ბელარუსის მიმართ, იქ არანაირი სანქციები არ უნდა იყოს, ნორმალური ქვეყანაა, ნორმალური პრეზიდენტი”, - თქვა ბელორუსიის ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გულისხმობდა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გამუდმებით ეპატიჟებოდა თავის ქვეყანაში. “ვეუბნებოდი: მიშა, არ შემიძლია შენთან საქართველოში ჩამოვიდე, იმიტომ რომ, რად გვინდა ზედმეტი პრობლემები? რუსეთის ხელისუფლება ამას არც ისე ნორმალურად აღიქვამს. მოდი, გარკვეულ ხანს მოვიცადოთ”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.