აქტუალური
''საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის მყარ ურთიერთობაზე მიუთითებს'' - ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი განცხადება

1ProCnie-aqrual-2საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზ განაცხადა:ეს შეხვედრა ნათელი გზავნილის მატარებელია, რომ ევროკომისია მხარს უჭერს დემოკრატიულ, აყვავებულ, სტაბილურ საქართველოს. ევროკავშირი საქართველოს ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია. ხელმოწერა იქნება ისტორიული ეტაპი და ინვესტიცია მომავალში, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს, გახსნის ბაზრებს, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ აყვავებული მომავალი.

თავის მხრივ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას მთელი რიგი მიმართულებებით.

“27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობასა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს. დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი. იგი დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) წარმატებული განხორციელების მომზადებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.