აქტუალური
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
1Priem-aqtual-3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„ჩემთვის დიდი პატივია წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თქვენთან ერთად, აქ, ბრიუსელში, რათა ერთად გადავხედოთ საქართველოს წარსულის გაკვეთილებს, მიმოვიხილოთ ჩვენი პარტნიორობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები”,
- მიმართა მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
წელს ევროკავშირი ზეიმობს აღმოსავლეთით გაფართოების 10 წლისთავს. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმ უდიდესი სარგებელისა, რომელიც ევროკავშირის ამ ისტორიულმა გაფართოებამ მოუტანა როგორც ახალ წევრ ქვეყნებს, მათ მოსახლეობასა და ეკონომიკას, ასევე ძველ წევრ-სახელმწიფოებს.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია. რამდენადაც ევროპარლამენტის არჩევნები ხვალ იწყება, იმედს გამოვთქვამ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქართველი ხალხიც გახდება ამ უდიდესი დემოკრატიული მოვლენის მონაწილე“,
- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.