საზოგადოება
სოხუმში სახალხო მსვლელობა დაიგეგმა

1msvleloba-saz-1საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. სოხუმში 27 მაისს პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახალხო მსვლელობა დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას sazogadeoba.ge ავრცელებს.

"დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურ-პოლიტიკური ბანკროტის ზღვარზე აღმოჩნდა, ეს არასახარბიელო შედეგი პრეზიდენტ აქვაბის მეთაურობით აფხაზეთის დღევანდელი მთავრობის საქმიანობის შედეგია. დაპირებული რეფორმების, სოციალური ცვლილებების, ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად მივიღეთ ნარკომანია, კორუფცია, ყაჩაღობები, ადამიანების დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, უმუშევრობა, მკვლელობები, მნიშვნელოვანი სახლემწიფო ობიექტების მიზერულ ფასად გაყიდვა. არ არის არანაირი დაბრკოლება საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, მდინარე ენგურზე,"- აღნიშნულია წერილში, რომლითაც ოპოზიცია აფხაზეთის მოქალაქეებს მიმართავს.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ "ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლისთვის შეურიგებელი მებრძოლის ხატი, საქმეში სიცრუე აღმოჩნდა“.

ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების სხვა განშტოებების , მათ შორის პარლამენტის საქმიანობაში, ფაქტიურად შექმნილია ავტორიტარული სისტემა. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობების აღსაკვეთად და მათი უკანონო მასიური პასპორტიზაციისთვის. ეს არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ საფრთხეს რუსეთისთვისაც წარმოადგენს,"- ნათქვამია მიმართვაში.