საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლადთან ერთად ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო

1BalanCini-sazogad-1-Glსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო.

თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი მონაწილეობდნენ. საიუბილეო საღამოს ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლადი, საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

1BalanCini-sazogad-1-Qvem