აქტუალური
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გუშინ საღამოს "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

1-Cleni-aqtual-1საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. საბჭოს წევრებმა წინასსარჩევნო გარემო შეაფასეს და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის უკვე განხორციელებელ ვიზიტს ბრიუსელში და გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტებს.

პრემიერმა პოლიტსაბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგი 28-29 მაისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის მიწვევით, კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრება, 1-2 ივნისს კი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

პოლიტსაბჭოს წევრებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განსახორციელებელ ცვლილებებსა და რეფორმებზეც იმსჯელეს.