აქტუალური
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ სპეციალური განცხადება გააკეთა.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება უნდა დაიდოს 27 ივნისს. ეს არის შეთანხმება, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. კონსტიტუციის მიხედვით, ამ ყოვლისმომცველი შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროშია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განზრახული აქვს, ხელშეკრულების ხელმომწერად განისაზღვროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვინაიდან აუცილებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უფლება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არც მომავალში, არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.