სამართალი
“საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ კატეგორიულად გმობს რუსთავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი აქტივისტების შეჭრის ფაქტს!” - საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ განცხადება

1-Izbiratelni-samart-1საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი.
“ნაციონალური მოძრაობა კვლავაც მიმართავს პროვოკაციულ ქმედებებს და ცდილობს წინასაარჩევნოდ გარემოს დაძაბვას. ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას, რისი დასტურიცაა რამდენიმე დღის წინ ქალაქ რუსთავშიმომხდარი ინციდენტის გამო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლება.

სამწუხაროდ, მსგავსი გადაწყვეტილება ოპონენტებს წლების განმავლობაში ჩადენილი ძალადობის არცერთი ფაქტის გამო არ მიუღიათ, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ნებას, არჩევნები რეალურად  მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი ორგანოები სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ ფაქტზე და ინციდენტის მონაწილე პირები პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

იმედი გვაქვს, არასამთავრობო სექტორი მომხდარ ფაქტს შეაფასებს.

საკუთარ მხარდამჭერებს კი ვთხოვთ, მიუხედავად ყველაფრისა,  არ აჰყვნენ პროვვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე”.