საზოგადოება
საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ განცხადება გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

1-gardaban-akciaსაქართველო, 30 მაისი, საქინფორმი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს,  სხვადასხვა მიზეზით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში.
ამის დასტური იყო გარდაბანში „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია და შედეგად აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომლის სხვა ჭრილში გადატანასა და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“.

დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დგას და ამისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაწირვასაც არ ერიდებიან.

დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი უწყებები დეტალურად შეისწავლიან მომხდარ ინციდენტს და  დამნაშავეები  კანონის წინაშე აგებენ პასუხს.

„ქართული ოცნება“ ერთგულია არჩევნების  ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას.