საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველომ ცხადყო, რომ ის არის გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს სტაბილური და სანდო პარტნიორი“

1-dokazala-sazogad-3საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ცოტა ხანში მომეცემა საშუალება, ჩემი მადლიერება გადავცე გერმანიის კანცლერს და მასთან ერთად განვიხილო თანამშრომლობის გზები, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობა, ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყნებს და, მეორე მხრივ, საქართველოსა  და ევროკავშირს და ნატოს შორის,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაური დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ამოქმედდა ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცვლილებები განხორციელდა საგანმანათლებლო სფეროში, ჯანდაცვაში, მიღწეულია წინსვლა თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.

“ამ რეფორმების პროცესის წყალობით საქართველომ ცხადყო, რომ ის არის გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს სტაბილური, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი. ჩენი მიზანია, გავხდეთ კონსტრუქციული მხარე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე, აქტიურად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.