აქტუალური
რასა იუკნიავიჩენე: „უმჯობესია, საქართველოს დანარჩენი ნაწილი იყოს ნატოში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ“
1-rasaსაქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატომ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით, - ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ნატოში ქვეყნის დელეგაციის წევრი რასა იუკნიავიჩენე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განმარტებით, ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება და მისი მეხუთე მუხლი, რომ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება, არ გავრცელდება. „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროთ ან ოკუპაციას შეეგუოთ, მაგრამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჯერაც ფიქრობს, რომ გაუმართლებელია, ნატომ თავის რიგებში მიიღოს ქვეყანა ტერიტორიული პრობლემებით. МАР-ის მოპოვებისას რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ - ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაშინგტონის ხელშეკრულება არ გავრცელდება, განსაკუთრებით კი - მისი მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო გადის – დღევანდელი მოცემულობა, ავია ის თუ კარგი, შეიძლება ხვალ აღარ იყოს აქტუალური. ოკუპირებული ტერიტორიების აუღიარებლობა, რა თქმა უნდა, ტოპპრიორიტეტია, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, საქართველოს დანარჩენი ნაწილი მაინც იყოს ნატოს შემადგენლობაში, ვიდრე საერთოდ ალიანსის მიღმა დარჩეთ", - აცხადებს რასა იუკნიავიჩენე.