აქტუალური
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

shveicariis-prezidenti1საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. აეროპორტში მას  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდნენ.

3 ივნისს შვეიცარიელ კოლეგას გიორგი მარგველაშვილ უმასპინძლებს. საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას და მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოების და ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება.