სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: "ქალბატონ კანცლერს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე"

preskonferenciaსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ერთობლივი პრესკონფერენცია (ბერლინი, 2014 წლის 2 ივნისი)

ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე მივიღეთ - მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

ასევე მივიღეთ მხარდაჭერა, რომ გაღრმავდება ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ასევე გავაცანით გერმანელ კოლეგას ჩვენი მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც აქტუალურია ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, მიმართული არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის კუთხით. შეხვედრაზე - კანცლერს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების დროს, მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, კონსტრუქციული ნაბიჯი, რამაც რეალური შედეგი გამოიღო და ამ კონსტრუქციულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს კონსტრუქციული, პროგნოზირებადი, სტაბილური მთავრობა, რომელსაც სურს ურთიერთობის ნორმალიზება მის მეზობელ სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით - რუსეთთან.

ძალიან დიდი  მადლობა კიდევ ერთხელ ქ-ნ მერკელს დღევანდელი შეხვედრისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.